|
მე-4 საერთაშორისო სემინარის - არქეოლოგიური ძეგლების დაცვა, ათენის აკროპოლისის მაგალითი. 30-31 მაისი, 2013
![]() 2013 წლის 30 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია - ათენის აკროპოლისის ნანგრევების შენარჩუნება და იდეოლოგია. ლექცია შეეხება: ათენის აკროპოლისის რესტავრაციის ისტორიას, აკროპოლისის ძეგლთა რესტავრაციის სამსახურის მიერ განხორციელებულ სარესტავრაციო სამუშაოებს და ჩარევის კრიტერიუმებს. ლექცია ტარდება პროექტის რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის ეგიდით (აქტივობა 2), მე-4 საერთაშორისო სემინარის - არქეოლოგიური ძეგლების დაცვა, ათენის აკროპოლისის მაგალითი - ფარგლებში. სემინარებს დაესწრებიან ახალგაზრდა სპეციალისტები აზენრბაიჯანიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. ძეგლის გამორჩეული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებიდან გამომდინარე, ერთი ლექცია 30.05.2013 საჯაროა და დასწრება თავისუფალია.
|
The project is funded by the European Union EU is not responsible for the content of this website | |||||||||||
| ||||||||||||
| ||||||||||||