|
ინტერნეტ-ჟურნალი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი.
ICOMOS საქართველოსა და მის პარტნიორებს აქვთ პატივი, გაუწყონ, რომ ინტერნეტ-ჟურნალის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი - ორი გამოშვება უკვე ხელმისაწვდომია - http://rcchd.icomos.org.ge/?l=G&m=4-4 ვიწვევთ დაინტერესებულ პროფესიონალებს, მოგვაწოდონ სტატიები - მესამე გამოშვებისთვის. ინტერნეტ-ჟურნალის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა, საზოგადოებრივი ინიციატივები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, კონსერვაციის სტანდარტები, კულტურული მემკვიდრეობის მართვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი ინტეგრირებული მიდგომა, საცდელი პროექტები, კონკრეტული მაგალითები და ა.შ. სტატიები ანალიტიკური ხასიათისა უნდა იყოს და ავტორის ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მიმდინარე პროცესებს უნდა აშუქებდეს. Microsoft Word ფორმატში მოწოდებული სტატიები - იდენტური ტექსტები ავტორის მშობლიურ ენასა და ინგლისურ ენაზე - მოცულობით, 4 გვერდს (1, 940 სიტყვა) არ უნდა აღემატებოდეს (ტექსტის მოცულობა მითითებულია ინგლისურ-ენოვანი ტექსტისთვის, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენათა მიმართება ინგლისურთან განსხვავებულია); ქართული ტექსტისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ Sylfaen Unicode ფონტი; ფონტის ზომა - 12; სტრიქონებს შორის დაშორება - 1,15. სტატიებს შეიძლება ახლდეს მაქსიმუმ 4-5 ილუსტრაცია, JPG ფორმატში (მინიმუმ, 600 x 600 pixels), განმარტებითა და ფოტოს ავტორის მითითებით. შერჩეული სტატიებისთვის განსაზღვრულია ტექნიკური დახმარება 100.00 ევროს ოდენობით (თარგმანის ხარჯების ჩათვლით). ინტერნეტ-ჟურნალს ჰყავს რეგიონალური სარედაქციო საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია მოწოდებული სტატიების შერჩევაზე. ინტერნეტ-ჟურნალის ყოველ გამოშვებაში გამოქვეყნდება მაქსიმუმ 2 სტატია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ექვსივე ქვეყნიდან. დაინტერესებულ პროფესიონალებს, ვთხოვთ, მოგვაწოდონ სტატიის სათაური და ძირითადი იდეა (არა უმეტეს 3-4 წინადადებისა) ა.წ. 15 მაისამდე. თვით სტატიის ჩაბარების ბოლო ვადაა 30 მაისი, 2013 წ. გთხოვთ, ზემოხსენებული ინფორმაცია მიაწოდოთ მარინე ყენიას მისამართზე: kenia@icomos.org.ge |
The project is funded by the European Union EU is not responsible for the content of this website | |||||||||||
| ||||||||||||
| ||||||||||||