Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
ინტერნეტ-ჟურნალი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი. მე-3 გამოშვება.

ICOMOS საქართველო იწვევს დაინტერესებულ პროფესიონალებს, მოგვაწოდონ სტატიები ინტერნეტ-ჟურნალის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი - მესამე გამოშვებისთვის. ინტერნეტ-ჟურნალის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა, საზოგადოებრივი ინიციატივები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, კონსერვაციის სტანდარტები, კულტურული მემკვიდრეობის მართვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისადმი ინტეგრირებული მიდგომა, საცდელი პროექტები, კონკრეტული მაგალითები და ა.შ. სტატიები ანალიტიკური ხასიათისა უნდა იყოს და ავტორის ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მიმდინარე პროცესებს უნდა აშუქებდეს. 

ინტერნეტ-ჟურნალს ჰყავს რეგიონალური სარედაქციო საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია მოწოდებული სტატიების შერჩევაზე. ინტერნეტ-ჟურნალის ყოველ გამოშვებაში გამოქვეყნდება მაქსიმუმ 2 სტატია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ექვსივე ქვეყნიდან.

დაინტერესებულ პროფესიონალებს, ვთხოვთ, მოგვაწოდონ სტატიის სათაური და ძირითადი იდეა (არა უმეტეს 3-4 წინადადებისა) ა.წ. 25 მარტამდე. თვით სტატიის ჩაბარების ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2013 წ.

გთხოვთ, ზემოხსენებული ინფორმაცია მიაწოდოთ მარინე ყენიას მისამართზე: kenia@icomos.org.ge

RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme