Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
მესამე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა 'კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა

 2012  წლის  6 – 7 დეკემბერს  თბილისში პროექტის  „რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობისათვის“ ფარგლებში, რომელიც  ხორციელდება ევრო კომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ეგიდით გაიმათება მესამე სამუშაო შეხვედრა თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა“.

მასში მონაწილეობენ მემკვიდრეობის დაცვის დარგის სპეციალისტები; საქართველოს, სომხეთის,  აზერბაიჯანის, უკრაინისა და ნორვეგიის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ღონისძიების მიზანია, კოლეგებს შორის  გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის მართვის გასაუმჯობესებლად ახალი გზებისა და მექანიზმების განსაზღვრა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებში. 

სამუშაო შეხვედრის ფოკუსი  იქნება  საქართველოში დღეს არსებული რეალობა, ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები.  

შეხვედრის ორგანიზატორები არიან ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო) და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი.
RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme