მრგვალი მაგიდა გაიმართება საქართველოში ძეგლთა დაცვის დარგის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით 2012 წლის 26 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული კავშირის (ICOMOS საქართველო) ოფისში, პროექტის: „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანია, დარგის სპეციალისტებს შორის შესდგეს დისკუსია ძეგლთა დაცვის სფეროში ბოლო წლებში შექმნილი პრობლემების გარშემო და ასევე კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობების შეფასება ქვეყანაში შექმნილი ახალი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით.