Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
2013-08-16
მე -5 საერთაშორისო სემინარი - პროექტის მართვა-დარგთაშორისი თანამშრომლობა
2013-07-12
მე-5 საერთაშორისო სემინარი - „პროექტის მართვა - დარგთაშორისი თანამშრომლობა“, 16-17 ივლისი, 2013
2013 წლის 16-17 ივლისს, თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართება მე-5 საერთაშორისო სემინარი - „პროექტის მართვა - დარგთაშორისი თანამშრომლობა“, რომელშიც მონაწილეობენ მემკვიდრეობის დაცვის დარგის სპეციალისტები; აზერბაიჯანის, იაპონიის, საქართველოს, სომხეთის, და უკრაინის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს კოლეგებს შორის ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
2013-06-08
RCCHD პარტნიორების შეხვედრა
2013 წლის 7-8 ივნისს თბილისში იკომოს საქართველოს ბეთლემის ოფისში პროექტის "რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" გაიმართა პარტნიორების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ: იკომოს სასომხეთი - ანა ავეტისიანი პროექტის ფინანსური მენეჯერი, ჰასმიკ აზიზიანი გენერალური მდივანი, პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, უკრაინა - ოლენა ოლეინუკ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, კომპანია „არქიტექტურა და პრესტიჟი“. საქართველო - ნატო ცინცაბაძე იკომოს საქართველოს გენერალური მდივანი, პროექტის კოორდინატორი, ლია ბოკუჩავა იკომოს საქართველოს დირექტორი, მერაბ ბოჭოიძე პროექტის კონსულტანტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. შეხვედრაზე შეფასდა პროექტის მიმდინარეობა და განხილულ იქნა სამომავლო გეგმები.
2013-06-04
RCCHD პარტნიორების შეხვედრა
2013 წლის 4 ივნისს იკომოს საქართველოს ბეთლემის ოფისში, პროექტის რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარევბისათვის ფარგლებში გაიმართა პარტნიორების შეხვედრა ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის "რისკანტიკვარენის" საერთაშორისო პროექტების კოორდინატორ იორგენ იორგენსენთან. შეხვედრაზე პარტნიორებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე, ნორვეგიელი ექსპერტების ვიზიტზე და სტუმრობასთან დაკავშირებულ დეტალებზე.
2013-05-30
მე-4 საერთაშორისო სემინარის - არქეოლოგიური ძეგლების დაცვა, ათენის აკროპოლისის მაგალითი. 30-31 მაისი, 2013
2013 წლის 30 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია - ათენის აკროპოლისის ნანგრევების შენარჩუნება და იდეოლოგია, რომელსაც წაიკითხავსა, რქიტექტორ - რესტავრატორი, ქ-ნი ლენა ლამბრინუ, პართენონის რეტავრაციის პროექტი, აკროპოლისის ძეგლთა რესტავაციის სამსახური,საბერძნეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. ლექცია შეეხება: ათენის აკროპოლისის რესტავრაციის ისტორიას, აკროპოლისის ძეგლთა რესტავრაციის სამსახურის მიერ განხორციელებულ სარესტავრაციო სამუშაოებს და ჩარევის კრიტერიუმებს.
2013-04-22
ინტერნეტ-ჟურნალი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი.
ICOMOS საქართველოსა და მის პარტნიორებს აქვთ პატივი, გაუწყონ, რომ ინტერნეტ-ჟურნალის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი - ორი გამოშვება უკვე ხელმისაწვდომია - http://rcchd.icomos.org.ge/?l=G&m=4-4 ვიწვევთ დაინტერესებულ პროფესიონალებს, მოგვაწოდონ სტატიები - მესამე გამოშვებისთვის.
2013-03-03
ინტერნეტ-ჟურნალი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი. მე-3 გამოშვება.
ICOMOS საქართველო იწვევს დაინტერესებულ პროფესიონალებს, მოგვაწოდონ სტატიები ინტერნეტ-ჟურნალის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი - მესამე გამოშვებისთვის.
2012-11-30
მესამე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა 'კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკა
2012-11-12
უორქშოფი - კულტურული და ურბანული ლანშაფტების მართვა
2012 წლის 15-16 ნოემბერს თბილისში "რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, გაიმერთება რიგით მე-2 უორქშოფი, თემაზე: კულტურული და ურბანული ლანშაფტების მართვა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში.
2012-10-25
მრგვალი მაგიდა: „ძეგლთა დაცვის სფეროში შექმნილი კრიზისული ვითარება: ახალი რეალობა – ახალი გამოწვევები/შესაძლებლობები“ . 26.10.12
მრგვალი მაგიდა გაიმართება საქართველოში ძეგლთა დაცვის დარგის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით 2012 წლის 26 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული კავშირის (ICOMOS საქართველო) ოფისში, პროექტის: „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანია, დარგის სპეციალისტებს შორის შესდგეს დისკუსია ძეგლთა დაცვის სფეროში ბოლო წლებში შექმნილი პრობლემების გარშემო და ასევე კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობების შეფასება ქვეყანაში შექმნილი ახალი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით.
2012-10-23
საზოგადოების წარმომადგენლები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
2012-10-17
განათლება და კულტურა მხარდამხარ
16 და 18 ოქტომბერს ერებუნის მიზეუმ - ნაკრძალში გაიმართება 2 თემატური სემინარი სკოლის მასწავლებელთათვის კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობის შესახებ.
2012-10-07
მოსწავლეებისთვის ბოლო თემატური სემინარის მონაწილეები იყვნენ არაბკირის ადმინისტრაციული უბნის ჰ.პოღოსიანის სახელობის № 82 სკოლის მოსწავლეები
2012-10-05
გასაკვირი აღმოჩნდა სკოლის მოსწავლეების ცოდნა მათ მშობლიურ სოფელში არსებული ძეგლების შესახებ.
2012-10-05
2012 წლის 2 ოქტომბერს ერებუნის მუზეუმ ნაკრძალში ჩატარდა მე -3 თემატური სემინარი სკოლის მოსწავლეთათვის
ერევანის ნ.გოგოლის სახელობის N 35 სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კულტურულ მემკვიდრეობაზე გამართულ თემატურ სემინარებში და გაიაზრეს, რომ მემკვიდრეობიდან ერებუნის ციხე მათთან ყველაზე ახლოსაა.
2012-09-25
პირველი თემატური გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობის საკითხებზე - ''ერებუნი'' მუზეუმ ნაკრძალი
2012 წლის 25 სექტემბერს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ერებუნის ისტორიულ და არქეოლოგიურ მუზეუმ ნაკრძალში დაიწყო თემატური სემინარები სკოლის მოსწავლეთათვის - "კულტურული მემკვიდრეობა. შევინარჩუნოთ წარსული მომავლისთვის" და "არქეოლოგიური მემკვიდრეობა". პირველი თემატური გაკვეთილები ჩატარდა არაბკირის რეგიონის № 108 სკოლის მოსწავლეთათვის
2012-07-24
ინტერნეტ-ჟურნალი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი
ICOMOS საქართველო იწვევს დაინტერესებულ პროფესიონალებს, მოგვაწოდონ სტატიები ინტერნეტ-ჟურნალის - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. რეგიონალური თანამშრომლობის ქსელი - პირველი გამოშვებისთვის.
2012-06-27
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის მართვის საკითხებზე
2012-06-15
პროექტის ''რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის'' პრეზენტაცია ერევანში
2012-06-14
პროექტის პრეზენტაცია კიევში
1 2 3
RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme