|
აქციების გზამკვლევი - როგორ ვაწარმოოთ ეფექტური კამპანიები ისტორიული შენობების დასაცავად. 15-16 ოქტომბერი, 2013
15-16 ოქტომბერს პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა ვორკშოპი, „აქციების გზამკვლევი - როგორ ვაწარმოოთ ეფექტური კამპანიები ისტორიული შენობების დასაცავად“ , რომლის მიზანი იყო მონაწილეებს დაეხმარებოდა ეფექტურად დაიცვან ისტორიული შენობები ნგრევისაგან და საჭიროებისამებრ მოუძებნონ მათ ახალი ფუნქცია. ვორკშოპის მონაწილეებმა რჩევები და ინფორმაცია გაცვალეს ერთმანეთში თუ როგორ იმუშაონ ძეგლების დაცვის გასაძლიერებლად, კანონმდებლობისა თუ ახალი სტანდარტების შემუშავების მეშვეობით. ვორკშოპი ხელს შეუწყობს დამსწრე ჯგუფების გაძლიერებას წარმოდგენილი ქვეყნების არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის ჯგუფების ქსელის შექმნის გზით. ვორკშოპს უძღვებოდა ქალბატონი კლემ სესილი, მოწვეული ექსპერტი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც არის გადავარჩინოთ ევროპის მემკვიდრეობის (SAVE Europe’s Heritage) დირექტორი და მოსკოვის არქიტექტურის დაცვის საზოგადოების (MAPS) თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. (MAPS) ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მოსკოვის არქიტექტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ. 2004 წლიდან დღემდე მან აწარმოა არაერთი კამპანია სამარაში, სანქტ პეტერბურგსა და რუსეთის რეგიონებში. ![]() ![]() ![]() |
The project is funded by the European Union EU is not responsible for the content of this website | |||||||||||
| ||||||||||||
| ||||||||||||