პროექტის "რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" მე-4 აქტივობის ფარგლებში ICOMOS საქართველო აწყობს შეხვედრას ძეგლთა დაცვის პროფესიონალთა, დაინტერესებულ საზოგადოებასა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განხილული იქნება საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური განვითარების საქმეში კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მნიშვნელობის როლი. აღნიშნული ფორმატის შეხვედრის მოწყობა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე აქტიური მსჯელობისა და აზრთა სხვადასხვაობის საგნად იქცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლის ახლანდელი სტატუსი თუ მომავალი განვითარების პერსპექტივა, ასევე ახალ აქტუალობას იძენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ადგილების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების საკითხი. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტები და დაინტერესებული საზოგადოება.