
იუნესკოსა და იკრომის მიერ შემუშავებული პედაგოგების სახელმძღვანელოს „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვა“ - შესავალი კურსი უფროსკლასელებისათვის - გადმოქართულებული ვერსიის წარდგენა და საჯარო განხილვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით შესდგა ევროპის სახლში 2014 წლლლის 4 მარტს. შეხვედრას ასევე დასწრო, საქართველოში ევრო კავშირის წარმომადგენლობის კულტურის ატაშე, ბატონი ოლოვერ რაისნერი და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტრის პროგრამის კოორდინაციის სამსახურის წარმომადგენელი ქალბატონი ოქსანა მუზინჩუკი. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამუშაო ვერსია სახელმძღვანელოსი კიდევ ორი კვირა იქნება გამოქვეყნებული პროექტის ვებ–გვერდზე, რათა რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა მხარემ მოახერხოს გაცნობა და შენიშვნების ელექტრონულად მიწოდება ავტორებისთვის.